|
2017-06-22 17:22:22, 2217 ნახვა
საზოგადოება
პროფესორი კახა ქუნთელია საჩხერის სამედიცინო ცენტრში უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს
საჩხერის სამედიცინო ცენტრში უპრეცედენტო აქციები გრძელდება. ამჯერად მსურველებს უფასო კონსულტაციებზე მიიღებს თბილისიდან მოწვეული ექიმი-ანგიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა ქუნთელია. კონსულტაციები გაიმართება 24 ივნისს, 11:00-დან 18:00 საათამდე. ანგიოლოგის კონსულტაცია აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ქვემო კიდურების ტკივილი, დაღლილობა, სიმძიმის და ჩხვლეტის შეგრძნება, ხანგამოშვებითი კოჭლობა, კიდურების გაციება, ქვემო კიდურების შეშუპება, კუნთების ატროფია (განლევა). აღნიშნული სიმპტომების რისკ ფაქტორებია - შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე, ცხოვრების არაჯანსაღი წესი. პერიფერიულის სისხლძარღვების დაავადებების გამოვლენის მიზნით ჩატარდება ქვემო კიდურების სისხლძარღვების დოპლეროსკანირება ბოლო თაობის ულტრაბგერით აპარატზე PHILIPS Affinity 70.
(NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)