|
2017-06-22 17:00:26, 1590 ნახვა
საზოგადოება
ექიმები ჯანდაცვის სამინისტროსა და BMJ-ს თანამშრომლობის ფარგლებში მიღებულ პოზიტიურ გამოცდილებაზე საუბრობენ
ექიმები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ BMJ-ს თანამშრომლობის ფარგლებში მიღებულ პოზიტიურ გამოცდილებაზე საუბრობენ. ახალი ინიციატივა პირველადი ჯანდაცვის ექიმებსა და კლინიცისტებს საშუალებას აძლევს BMJ-ის ყველაზე მსხვილ საგანმანათლებლო ელექტრონულ რესურსებთან - BMJ Learning და BMJ Best Practice ქონდეთ წვდომა. BMJ Best Practice - არის კლინიკური გადაწყვეტილებების ხელშემწყობი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნული პროდუქტი შეიცავს ინფორმაციას ათასზე მეტ დაავადებებზე. პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ყოველთვის არ აქვთ წვდომა მათთვის საჭირო ინფორმაციაზე. საერთაშორისო ჟურნალებსა და ელექტრონულ წყაროებზე წვდომა შეზღუდულია, ასევე შესაძლოა უფრო დიდი ბარიერი შექმნას ენის უცოდინრობამ. TB-ს ასეთ შემთხვევებში, მკაფიო გზამკვლევებზე სწრაფმა წვდომამ შესაძლოა გამოიწვიოს დიდი განსხვავებები პაციენტებში დიაგნოზის დასმისას ან შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართების თვალსაზრისით. კლინიკური გადაწყვეტილების მხარდაჭერა და ელექტრონული სწავლება ჯანდაცვაში მოქმედი ექიმებისთვის დიდ განსხვავებას ქმნის. როგორც ეპიდემიოლოგი მაია ყიფიანი აცხადებს, BMJ-ს პრაქტიკა და სწავლება, ექიმებს შესაბამისი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული ტესტებით საუკეთესო ალგორითმების შექმნაში ეხმარებათ. „BMJ -ს საუკეთესო პრაქტიკა და სწავლება უკვე დაგვეხმარა იდენტიფიცირებაში, სადაც ჩვენ შევძელით უფრო მჭიდრო-ეფექტური შედეგი მიგვეღო, განსაკუთრებით რეპირატორული დაავადებების დროს, ასევე გარკვეული იშვიათი დარღვევების დროს. ახალი ინფორმაცია დაგვეხმარება დაავადებების რაოდენობის იდენტიფიცირებაში, რომლებსაც აქვთ ერთი და იგივე მახასიათებლები. BMJ -ს საუკეთესო პრაქტიკა და BMJ -ს სწავლება გვჭირდება ისეთი დაავადებათა დიფერენციაციისთვის, როგორიცაა კიბო, ნეკროტიული არაინფექციური გრანულემატოზი, ჰოჯკინის ლიმფომა და ტუბერკულოზი. BMJ -ს საუკეთესო პრაქტიკა და BMJ -ს სწავლება გვეხმარება შესაბამისი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული ტესტებით საუკეთესო ალგორითმების შექმნაში. წინამდებარეს არსებული დაავადების უფრო დროული და მჭიდრო-ეფექტური დიაგნოზი მოჰყვა. ამასთანავე, ჩვენ ახლა შესაძლებლობა გვაქვს ვიმუშაოთ პროგრამის მენეჯერებთან ერთად ინფორმაციის და მითითებების ხანგრძლივი პროგრამის ფარგლებში, რათა დავგეგმოთ და ვმართოთ სერვისები ტუბერკულოზის და სხვა ინფექციური თუ არა ინფექციური დაავადებების მქონე პაციენტებში“, - აცხადებს მაია ყიფიანი. BMJ -ს კლინიკური გადაწყვეტილების მხარდამჭერი ტრეინინგის ინიციატივა, რომელიც მოიცავს BMJ-ს სწავლებასა და BMJ-ს საუკეთესო პრაქტიკაზე წვდომას, ექიმებს უზრუნველყოფს მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციით, რომელიც გაამყარებს მათ გადაწყვეტილებებს. სტრუქტურულ გარემოში მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაციის ფარგლებში, BMJ -ს საუკეთესო პრაქტიკა იყენებს სამხილებზე დაფუძნებულ უახლეს კვლევებს, სახელმძღვანელო მითითებებს და ექსპერტთა აზრს, რათა შემოგვთავაზოს დიაგნოზის შესახებ ეტაპობრივი მითითებები, მკურნალობისა და დაავადებათა რესპირატორული (და სხვა) პრევენცია. დოქტორი ნელი სოლომონია განმარტავს, რომ BMJ -ს საუკეთესო პრაქტიკა ეხმარება ადგილობრივ რესურსებს დამატებითი საერთაშორისო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პერსპექტივის დამატებით: „მაშინ როდესაც ადგილობრივი წყაროები რესპირატორული დაავადებების დიაგნოსტიკისას რეკომენდაციას უწევენ მხოლოდ სპირომეტრიას, როგორც ტესტს და არა როგორც სხვა რაიმე კვლევას, ამ დროს, BMJ -ს საუკეთესო პრაქტიკა გვთავაზობს საჭირო კვლევების ყოვლისმომცველ სპექტრს, მაგალითად: ტესტები გაზის გაცვლის გაზომვისთვის ან სხეულის პლეტიზმოგრაფიისთვის. ნახშირბადის მონოქსიდისთვის (DLco) ფილტვების დიფუზიური შესაძლებლობის ხარისხიანი გაზომვა შესაძლოა დაეხმაროს დიაგნოზის დასმასა და პულმონალური ჰიპერტენიის, პულმონალური ემბოლიის ან გულის უკმარისობის თავიდან არიდებას, იმ ჯგუფის პაციენტებში, რომლებთანაც გავრცელებულია, შეინიშნება TB-ს მილიარული ფორმები, ან სხვა ქრონიკული რესპირატორული დარღვევები“, - განაცხადა ტუბეკულოზის ცენტრის ექიმმა ნელი სოლომონიამ. ექიმების თქმით, საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის, მეტად მნიშვნელოვანია არსებობდეს ხანგრძლივი და უწყვეტი წვდომა BMJ -ს საუკეთესო პრაქტიკასა და BMJ -ს სწავლებაზე: „ვიმედოვნებთ, რომ პროგრამა გააგრძელებს ზრდას უფრო მეტი თარგმნილი მასალებით და უფრო მეტი მომხმარებლით. საქართველოში ექიმებისთვის საჭიროა წვდომა სამხილებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე.“
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)