06:15 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 13:51:07, 2328 ნახვა

კომენტარი
საკუთრებაში ბინა კიდევ 389 დევნილ ოჯახს გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, საკუთრებაში ბინა კიდევ 389 დევნილ ოჯახს გადაეცა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, ბინების გადაცემის პროცესი გაგრძელდება.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ბინები საკუთრებაში  15 000 დევნილ ოჯახს  დაუმტკიცდა.

„389 ოჯახს გადაეცა დღეს კიდევ ბინა. თბილისში ნახევარზე მეტია აქედან, დანარჩენი საქართველოს სხვადასხვა  რეგიონებში. სულ 425 უძრავი ნივთია. აქ შედის  389 ბინა და გარკვეული დანამატები- შენობა-ნაგებობები, რომლებიც დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ. რაც მთავარია, ეს პროცესი გრძელდება და 15 000-ს მიაღწია ბოლო სამი  წლის განმავლობაში  საკუთრებაში გადაცემული ბინების რაოდენობამ“,-აღნიშნა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics