|
2017-06-22 13:04:26, 2861 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 24 ადამიანი
ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი ბანკის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. კერძოდ კი, ბანკთან გაჩერებული დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. როგორც BBC წერს, აფეთქების შემდეგ შეიარაღებული თავდამსხმელები ბანკის შენობაში შეიჭრნენ. ამ წუთებში ბანკში სროლაა. მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან დაცვის სამსახურის წევრები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 12:00 საათზე მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა მედიის ინფორმაციით, ბოლო 1 თვის განმავლობაში მომხდარი ტერაქტების ორგანიზატორრები "ისლამური სახელწმიფო" და "თალიბანი" იყვნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)