|
2017-06-22 12:23:38, 2183 ნახვა
სამართალი
ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ვიდეორგოლები სატელევიზიო სივრცეში განთავსდება
ცვლილებები 20-მდე კანონში სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სოციალური კამპანია #იმოქმედე! − იუსტიციის სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებისკენ მიმართულ კამპანიას აგრძელებს და საზოგადოებას კამპანიაში აქტიური ჩართვისაკენ მოუწოდებს. ხვალიდან ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურებისათვის სატელევიზიო ეთერებში ვიდეორგოლები განთავსდება, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კომპანია „Holmes&Watson“-მა სპეციალურად კამპანიისთვის დაამზადა. კლიპების მიზანია საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის გაღვივება. ვიდეორგოლები ადამიანებს მოუწოდებს, არ დარჩნენ ინერტულნი ოჯახში ძალადობის ფაქტების მიმართ. „ოჯახში ძალადობა სანახაობა არ არის!“ „ნუ იქნები მაყურებელი!“ #იმოქმედე!“ - ეს ის მთავარი გზავნილებია, რომელთაც თითოეული ვიდეორგოლი ატარებს და სწორედ ამ კონცეფციის საშუალებით სურს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოების კონსოლიდირება და გააქტიურება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. ვიდეორგოლები იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ღონისძიებათა ფართო სპექტრს მოიცავს: შეხვედრები სასწავლო დაწესებულებებში, უფასო ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და ყველა საზოგადოებრივ ცენტრში ქალთა და მსხვერპლთა უფლებების დაცვისათვის, პოსტერების კონკურსი ძალადობის თემაზე, ახალი საიტი − http://imoqmede.ge/ − რომელიც მომხმარებელს ძალადობის ფაქტისა და მსხვერპლის ამოცნობაში დაეხმარება. სოციალური კამპანიის − #იმოქმედე! − მიზანია სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ 20-მდე კანონში შესული ცვლილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება და სოციალური პასუხისმგებლობის გაღვიძება. კამპანიის მთავარი გზავნილი საზოგადოებას ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით მიეწოდება. გაიმართება შეხვედრები საქართველოს უნივერსიტეტებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში. იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული სპეციალური სატრენინგო მოდულით მიმდინარეობს ტრენინგები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. წლის ბოლომდე ტრენინგი ყველა დიდ ქალაქსა და ყველა სოფელს მოიცავს, სადაც იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. დღეისათვის სწავლებას 200-ზე მეტი მსმენელი უკვე დაესწრო, ჯამში კი ტრენირებას 2500 მსმენელი გაივლის. უკვე ფუნქციონირებს საიტი - http://imoqmede.ge/, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში მოსახლეობის ჩართვას აადვილებს. ვებგვერდს აქვს ღილაკი − #ვუერთდები, რომლითაც ვიზიტორები მხარდაჭერას გამოუცხადებენ კამპანიას. ანონიმური შეტყობინების საშუალებით ნებისმიერ პირს შეუძლია, დატოვოს შეტყობინება ძალადობის კონკრეტული ფაქტების შესახებ; მითითებულია ცხელი ხაზის ნომერიც, სადაც, ასევე, შესაძლებელია ინფორმაციის დატოვება ძალადობის ფაქტების თაობაზე; ხვალიდან კი ძალადობის წინააღმდეგ სოციალური აქტივობისაკენ იუსტიციის სამინისტრო სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ვიდეორგოლებით ტელეეთერიდანაც მოუწოდებს. იუსტიციის სამინისტროს სოციალური კამპანია ძალადობის წინააღმდეგ წლის ბოლომდე გაგრძელდება.
(NS)
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)