08:13 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 15:10:12, 2446 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია

ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, ორგანიზატორი 36 წლის მოროკოელია, რომელიც პოლიციისთვის უკვე ცნობილი იყო.

ამასთან, პოლიცია ეჭვმიტანილის სახელსა და გვარს ჯერ არ ასახელებს.

მედიის ცნობით, მამაკაცი ბრიუსელის რაიონ მოლენბეკში ცხოვრობდა. ტერაქტის აღკვეთის შემდეგ სამართალდამცველებმა აღნიშნულ რაიონში რეიდი ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ ამავე უბანში ცხოვრობდნენ პარიზის ტერაქტის ეჭვმიტანილებიც.

ცნობისთვის, თავდამსხმელი პოლიციამ დაჭრა, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც პოლიცია აცხადებეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელნაკეთი იყო და უფრო მძლავ აფეთქებას გამოიწვევდა, თუმცა ის არასწორედ ამოქმედდა და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელს შაჰიდის ქამარი ეკეთა, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ გუშნ ბრიუსელის ერთ-ერთ ცენტრალურ სადგურზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. კერძოდ კი, თავად თავდამსხმელი. სამართალდამცველებმა ინციდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics