|
2017-06-21 11:26:09, 1952 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა უკვე შესაძლებელია
ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროპის ბაზარზე შესაძლებელია შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა. აღნიშნულის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადეს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირმა ოფიციალურად დაადასტურა გადაწყვეტილება და ევროპულ ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა დაუშვა. მინისტრის თქმით, ეს არის საქართველოს მხრიდან გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგი და მიღწეული პროგრესი, რომელიც საქართველოში ვეტერინარული კონტროლის მთლიანი სისტემის აღიარებას უკავშირდება. ,,შავი ზღვის თევზს და თევზის პროდუქტებს ევროკავშირის ბაზარზე წვდომის დიდი პოტენციალი გააჩნია. დღეისათვის, 30 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება თურქეთში, რომელიც, ფაქტობრივად, ერთადერთი საექსპორტო ბაზარი იყო ქართული თევზისთვის. დღეიდან ქართულ პროდუქტს შესაძლებლობა ექნება 500 მილიონიან, უფრო მაღალ მსყიდველობითუნარიან ევროპულ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი. ეს იმას ნიშნავს, რომ სექტორში გაჩნდება მეტი შესაძლებლობები, რაც იქნება სტიმული საქართველოში თევზჭერის და მთლიანად ინდუსტრიის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, ევროკავშირის მიმართულებით ექსპორტი აუცილებლად გაიზრდება. „მოხარული ვარ რომ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვიმყოფები. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვანი მიღწევები უკვე არსებებოს. ექსპორტი ევროკავშირის მიმართულებით აუცილებლად გაიზრდება. დღეს განვაცხადეთ ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც თევზის ექსპორტი შესაძლებელი გახდება ევროკავშირის ბაზარზე. საქართველოს ამ მიმართულებით კარგი პოტენციალი აქვს. აღნიშნული გადაწყვეტილება დაეხმარება ქართულ თევზს უფრო პოპულარული გახდეს სხვა ბაზარზეც. მომავალში ველით თანამშრომლობის გაგრძელებას. მოლაპარაკებები მიმდინარეობას სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, შემდგომი ეტაპი საქართველოს მხრიდან ევროკომისიისთვის აღიარებული ბიზნესოპერატორების სიის წარდგენას ითვალისწინებს, რის შემდეგაც აღნიშნული ბიზნესოპერატორები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტის განხორციელებას. მესამე ქვეყნების ოფიციალურ სიაში საქართველოს შეყვანის მიზნით, 2014 წელს ქართულმა მხარემ ევროკომისიაში განაცხადი წარადგინა. ამის საფუძველზე, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სისტემის, ასევე, ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილი თევზისა და თევზის პროდუქტების წარმოებების ადგილზე აუდიტის განსახორციელებლად, საქართველოში ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE - Directorate General Health and Food Safety) სურსათისა და ვეტერინარიის ოფისის (FVO – Food and Veterinary office ) აუდიტორ-ინსპექტორები იმყოფებოდნენ. მისიის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები, რის საფუძველზეც, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და განახორციელა შესაბამისი აქტივობები, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან. განხორციელებული საქმიანობის საფუძველზე საქართველო დაემატა იმ მესამე ქვეყნების ნუსხას, საიდანაც ევროკავშირში ნებადართულია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისთვის გათვალისწინებული შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების იმპორტი. შავი ზღვის ქართულ აკვადორიაში მოპოვებული თევზი მე-3 ცხოველური წარმოშობის პროდუქტია (მატყლისა და თაფლის შემდეგ), რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა. (NS)
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)