|
2017-06-20 15:15:12, 1771 ნახვა
საზოგადოება
რიკოთისა და გორის საავტომობილო გვირაბებში მოვლა-შენახვის სამუშაოების გამო დროებითი შეზღუდვა დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის (გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა) სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2017 წლის 21 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტის ცნობით, დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე განხორციელდება. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88–ე კმ-ში მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის (გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა) სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 2017 წლის 21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე, აღნიშნული გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე. ხოლო, 2017 წლის 24 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე, აღნიშნული გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი-დასავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)