18:54 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 15:09:54, 2223 ნახვა

ეკონომიკა
„გალტ & თაგარტმა“ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის და კორპორატიულ ფინანსებში საუკეთესო მრჩევლის წოდება მიიღო

„გალტ & თაგარტმა“ International Finance Magazine-ის ჯილდოები მიიღო.

IFM-მა გალტ & თაგარტი დააჯილდოვა, როგორც საქართველოში 2017 წლის „საუკეთესო მრჩეველი კორპორატიულ ფინანსებში“ და „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი“.

IFM-ის ჯილდოები გადაეცემა საერთაშორისო ფინანსების სფეროში მოღვაწე კერძო პირებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ხსენებული ინდუსტრიის განვითარებაში.

„გალტ & თაგარტი მოწოდებულია გაუწიოს კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. უფრო მეტიც, კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და ღირებულ მხარდაჭერას უწევს ქართულ კომპანიებს დაფინანსების წყაროთა დივერსიფიცირებაში. აღნიშნული აღიარება ხსენებული მიღწევების დასტურია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტი“-ს მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics