|
2017-06-20 14:43:00, 2458 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ანა დოლიძე: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მოსმენების კანონში არსებულ არაკონსტიტუციურ მუხლებს გააუქმებს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს მეგობრისა და მოსარჩელის მოსაზრებებს გაითვალისწინებს. როგორც დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი თვლის, რომ მოსმენების კანონში არსებული არაკონსტიტუციური მუხლები უნდა გაუქმდეს. მისივე თქმით, პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაიცავს იმ გადაწყვეტილებებსა და მნიშვნელოვან პრინციპებს, რომლებიც თავად შექმნა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მუხლების გაუქმება მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)