|
2017-06-19 18:39:10, 568 ნახვა
რეგიონი
მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებს აჭარაში 9 სოფელი შეემატება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-6 სხდომას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელეს. საბჭომ იმსჯელა და მოიწონა დასახლებისთვის მაღამთიანის სტატუსის მინიჭების მიზნით შემოსული 28 შუამდგომლობა, რომელიც საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახელის ხეობის 9 სოფლისთვის ( ქედქედი, სინდიეთი, აჭარისაღმართი, სკურდიდი, ცხემლარა, ჩიქუნეთი, ქოქოლეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ზედა ჩხუტუნეთი) სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას. ,,მოხარული ვარ, რომ მაღალმთიან აჭარაში დამატებით 9 სოფელს მიენიჭება სტატუსი, რაც მაჭახლის ხეობაში მცხოვრებ უამრავ ოჯახს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ყველა იმ შეღავათით, რომელსაც მთის კანონი ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, ეს იყო ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებაც და მოსახლეობის დაკვეთაც. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ დაპირებებს ვასრულებთ და ვზრუნავთ ჩვენს მოსახლეობაზე! ცვლილება, რომელიც მთის კანონში შედის საშუალებას მისცემს აჭარის მაღალმთიანეთის ათასობით ოჯახს ისარგებლოს ისეთი შეღავათებით, როგორებიცაა: საპენსიო დანამატი, სახელფასო დანამატი მედიკოსებსა და მასწავლებლებისთვის, ვაუჩერის გაზრდილი ოდენობა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები სტუდენტებისათვის, შეღავათები ელექტრო მომარაგების გადასახადებსა და გათბობის უზრუნველყოფაზე. რაღა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს საგადასახადო შეღავათებიც. ეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას და საშუალებას მისცემს მაღალმთიანეთში მცხოვრებ ადამიანებს იცხოვრონ ღირსეულად, იფიქრონ ბიზნესის წარმოებაზე და ამით ხელი შეუწყონ როგორც საკუთარ კეთილდღეობას, ასევე ქვეყნის წარმატებას", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობის სხდომას წარედგინება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1678 დასახლებას.
(NS)
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)