|
2017-06-19 17:01:10, 2136 ნახვა
სამართალი
კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველომ მე-8 ადგილი დაიკავა
საქართველო მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მე-8 ადგილზეა. აღნიშნულ ინდექსს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული ორგანო - საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) ადგენს და 2 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. უახლესი კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს 2015 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე. 2017 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველოს მე-8 ადგილზე გასვლა იმ პროგრესის აღიარებაა, რომელსაც ქვეყანა კიბერუსაფრთხოების სფეროში წლიდან წლამდე აჩვენებს. რეიტინგში მე-8 ადგილზე ყოფნა ადასტურებს, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხო ქვეყანა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ქვეყნების რეიტინგის ჭრილში საქართველო ესტონეთის შემდეგ მეორე-მესამე ადგილებს საფრანგეთთან ინაწილებს (0.819 სარეიტინგო ქულით). „საქართელოსთვის ეს არის უპრეცედენტო შედეგი, როდესაც კიბერუსაფრთხოების ხარისხის ინდექსში ქვეყანა მსოფლიოში მერვე, ევროპაში კი მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს. კვლევის ხუთივე ძირითად კომპონენტში - საკანონმდებლლო ბაზა, ტექნიკური მზაობა, ორგანიზაციული მოწყობა, შესაძლებლობების განვითარება და თანამშრომლობისთვის ღიაობა - ჩვენ მაღალი შეფასება მივიღეთ, რამაც განაპირობა კიდეც საბოლოო კოეფიციენტი, რომელიც სიამაყის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ მიღწეულზე გაჩერება არ შეიძლება, ვინაიდან წინ კიდევ ბევრი სამუშაოა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძემ ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შემდგომ მისი შენარჩუნება/განვითარება კომპლექსური საკითხია და სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობს მოითხოვს. ამის მაგალითად „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" თავმჯდომარე რამდენიმე უწყებას ასახელებს და ამბობს, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად აღნიშნული შედეგი ვერ დადგებოდა. „მინდა მივულოცო ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომელთა დიდი დამსახურებაა აღნიშნული წარმატება. ეს ორგანიზაციებია იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭო, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური", - აღნიშნა პატარიძემ. ინდექსის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყანაში კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT.GOV.GE) არსებობამ და წარმატებულმა მუშაობამ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ჯუფი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს" სტრუქტურის ნაწილია და პასუხისმგებელია ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების განვითარება-შენარჩუნებაზე, კიბერინციდენტების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე და სხვა. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მიერ მომზადებული ინდექსის მიზანია გაზომოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის დონე, შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები გამოვლენილი სუსტი მხარეების აღმოშაფხვრელად და ხელი შეუწყოს საერთაშორისო მასშტაბის თანამშრომლობას.
(NS)
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)