|
2017-06-19 15:55:29, 1699 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივში დაცული კიდევ 100 ხელნაწერის აღწერილობა გამოსაცემად მზადდება
იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული კიდევ 100 ხელნაწერის აღწერილობა გამოსაცემად მზადდება. ახალი აღწერები „ხელნაწერთა ანალიტიკური კატალოგის" მეორე ტომში გაერთიანდება. ეროვნულ არქივში დაცულია ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი უმდიდრესი ფონდი, რომელშიც 1000-მდე ხელნაწერი შედის. მათი აღწერილობა ბოლოს 1950 წელს დაიბეჭდა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, 2016 წელს პირველად გამოიცა ხელნაწერთა ახალი აღწერილობის პირველი ტომი, რომელიც შეტანილია ინფორმაცია 100 ხელნაწერის შესახებ. ხელნაწერთა „მეორე ასეულის" შესწავლისას პროექტზე მომუშავე ჯგუფმა აღწერებს არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი დაურთო. მაგალითად, ძველისაგან განსხვავებით, ახალ აღწერაში აღნიშნულია, რომ #108 ხელნაწერს მეფე ვახტანგ მეექვსის ჩასწორებები ახლავს, ხოლო ამავე ხელნაწერის გაგრძელება - #109 ხელნაწერი თავად მეფის გადაწერილია. ხელნაწერები ასტოლოგიური შინაარსის ნაშრომის, „თალა მასალას" თარგმანს წარმოადგენს. ხელნაწერების ხელახალი აღწერის ფორმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შედგა. ახალმა ფორმამ პროექტზე მომუშავე ჯგუფს საშუალება მისცა, მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია გამოიტანონ ხელნაწერის აღწერაში. ამ დროისათვის უკვე დასრულებულ ხელნაწერთა აღწერებში დაზუსტდა მნიშვნელოვანი დეტალები, გასწორდა ხარვეზები დათარიღებებსა და სათაურებში, დადგინდა ცალკეული ტექსტების რედაქციები, სრულად იქნა გამოტანილი ანდერძ-მინაწერები. თითოეულ ხელნაწერსა და მასში შემავალ ცალკეულ ტექსტს დაერთო საკუთარი ბიბლიოგრაფია. მუშაობა მიმდინარეობს საძიებლებსა და ლექსიკონზე. მეორე ტომში შემავალი ხელნაწერები ქრონოლოგიურად IX-XX საუკუნეებს შორის მერყეობს. მათ შორისაა: ანბანდიდი სახარება (IX საუკუნე. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში), ვახუშტის ატლასი და ისტორია და გეოგრაფია (1745 წელი. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში), თეიმურაზ Ι-ის ლექსები და სხვა. (NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)