|
2017-06-19 12:44:09, 1903 ნახვა
ეკონომიკა
I კვარტალში მშპ-ის მაჩვენებელმა 8 318,0 მილიონი ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 318,0 მილიონი ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,1 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი 5,6 პროცენტით გაიზარდა. „მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,6 პროცენტი) და ვაჭრობა (15,3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,4 პროცენტი), მშენებლობა (9,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,7 პროცენტი). ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (21,6 პროცენტი), კავშირგაბმულობა (11,5 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (8,7 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,0 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (7,9 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (6,8 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,6 პროცენტი), ტრანსპორტი (5,2 პროცენტი). კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში (-1.5 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობაში (-1,3 პროცენტი)“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში. დაზუსტებული მონაცემები 2017 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდება. ცნობისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით. წლიური მონაცემები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური მონაცემებისაგან. გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხელახლა ითვლება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემებიც. მაგალითად, 2017 წლის პირველი და მეორე კვარტალის მონაცემები თავდაპირველად იანგარიშება 2016 წლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე. 2017 წლის ნოემბერში, 2016 წლის წლიური მონაცემების დაზუსტებასთან და 2016 წლის კვარტალური მონაცემების ცვლილებასთან ერთად შეიცვლება 2017 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემებიც. გარდა ამისა, 2018 წლის ნოემბერში 2017 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება 2017 წლის კვარტალური და წლიური მაჩვენებლები.
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)