10:46 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 09:57:11, 416 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ათონელის რეზიდენციის სტატუსის თაობაზე ვიმსჯელებთ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის განცხადებით, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები სრულიად დასრულებულია და შენობაში ავეჯიც შეტანილია.

ამის შესახებ შავლიაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვინაიდან ათონელის რეზიდენცია პრეზიდენტისთვის  იყო გათვლილი, სამუშაოები მთლიანად პირველი პირის სტანდარტებზეა შესრულებული. რაც შეეხება სტატუსს, დანელიას განმარტებით, ამაზე გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.

"რეზიდენცია დამთავრებულია,  შეტანილია ავეჯი,  დასრულებულ-დასუფთავებულია.მიღებული გვაქვს ექსპლუატაციაში,უკვე და მზად ვართ,  გადავცეთ ეკონომიკის სამინისტროს. შეგვიძლია ალბათ ვიმსჯელოთ მთავრობაზეც სტატუსზე. მოგეხსენებათ ის პრეზიდენტისთვის იყო გთვლილი, სამუშაოები პირველი პირის სტანდარტებზეა შესრულებული.  გვქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მჭიდრო კავშირი შენობის რემონტის დროს, პროცესში და სტანდარტების შესაბამისად არის ყველაფერი გაკეთებული. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა და პრეზიდენტისტის გადაცემა, თუ როგორც გადაწყვეტს მთავრობა",-განაცხადა ოთარ დანელიამ, რომელსაც პრემიერმა უპასუხა, რომ ამის თაობაზე იმსჯელებენ.

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics