|
2015-04-19 19:04:18, 719 ნახვა
საზოგადოება
სქემაქიმანდრიტი სერაფიმე: ილუზიაა, რომ ასურელები ბავშვებს გამოატანენ
„ხალხმა სურვილი გამოთქვა, რომ ობლებს შეიფარებენ, მაგრამ ილუზიაა, რომ ასურელები ბავშვებს გამოატანენ“, – ამის შესახებ სქემაქიმანდრიტმა სერაფიმემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე ასურელების მხარდამჭერს აქციაზე განუცხადა. მამა სერაფიმეს თქმით, ის მოხარულია, რომ წამების ამსახველი კადრების შემდეგ სასქართველოში თანადგომის სურვილი გამოთქვეს. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ამ კონფლიქტში გაერო უნდა ჩაერთოს. „მხოლოდ საქართველოს სახელმწიფომ კი არ უნდა უზრუნველყოს, ამაში უნდა ჩერთოს გაერო, რომელიც ასეთ საქმეს წყვეტს, სოციალურ დახმარებას ეწევა და ა.შ. ასევე, ხალხმა, როცა კადრები ნახეს გამოთქვეს სურვილი, რომ „თუ ვინმე არის ობოლი, ჩვენ შევიფარებთ“. მაგრამ ტყუილია,ილუზიაა, რომ ასურელებმა იქიდან ვინმეს ბავშვი გამოატანონ. ბავშვი შეიძლება იყოს ობოლი, მაგრამ, მას ბიძა ან დეიდა ეყოლება. აქ საუბარია დევნილებზე. როცა ამბობენ, რომ მოდი ჩვენ პატარა ბავშვს მივიღებთ, მოზრდილ ადამიანს რა ვუყოთ, თუნდაც მოხუცს? რომელიც 80 წლის არის და შეიძლება ერთი კვირა იცხოვროს ან 10 წელი. იმათ რას ვუპირებთ?“, – აღნიშნა მამა სერაფიმემ. ცნობისთვის, დღეს რუსთაველის გამზირზე ასირიელი ბავშების მხარდამჭერი აქცია „არა ძალადობას“ გაიმართა. აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა.აქციის წევრების ერთ–ერთი თხოვნა იყო, რომ საქართველოს მთავრობამ ასირიელ ბავშვებს თავშესაფარი მისცეს. ცნობისთვის, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" ასირიელების წამებისა და მკვლელობის შემზარავ კადრებს სისტემატიურად აქვეყნებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)