2017-06-17 16:11:26, 2280 ნახვა
სამართალი
ფოთის წისქვილკომბინატში ძლიერი აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები
ფოთის წისქვილკომბინატში ცოტა ხნის წინა ძლიერი აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ასევე სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან