14:49 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 14:14:59, 3447 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საჭიროდ არ ვთვლი, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა დაესწროს

ახალი კონსტიტუციით, მთავრობა ვალდებული არაა, პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას დაესწროს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში სიმბოლურია და მინისტრებისა და პრემიერის იმ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოში   ყოფნა საჭიროდ არ მიაჩნია.
"ახალი კონსტიტუციით მართლაც არ არის მთავრობა ვალდებული, რომ დაესწროს პრეზიდენტის გამოსვლას. პრეზიდენტის სიმბოლური გამოსვლაა პარლამენტში. მე არ ვთვლი საჭიროდ,  რომ ასეთ გამოსვლებს, ეს ჩვეულებრივი გამოსვლებია,  მთავრობა,  მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრი უნდა დაესწროს. ეს ჩემი პოზიციაა, მაგრამ გთხოვთ, ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ  შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრება ვერ მოახერხა, წელს არ გამეორდება. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მოხსენებაზე მთავრობის არ დასწრებამ, საქართველოს საერთაშორისო და შიდა იმიჯს სიკეთე არ მოუტანა.
„იმედი მაქვს, შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ ვერ მოახერხა დასწრებოდა პრეზიდენტის მოხსენებას, წელს არ განმეორდება, იმიტომ, რომ ამან, არავითარი კარგი, არავითარი სიკეთე არ მოუტანა არც ჩვენ სახელმწიფოს და არც ჩვენ საერთაშორისო და შიდა იმიჯს. იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოახერხებს და გამონახავს დროს მოხსენებაზე დასწრების თავლსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი ქუთაისშია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics