08:14 - 13 Apr, 2026
|
2017-06-17 12:51:09, 2782 ნახვა
მსოფლიო
იაპონიის სანაპიროებთან ამერიკული სამხედრო ხომალდი სავაჭრო გემს დაეჯახა - 7 მეზღვაურს ეძებენ
იაპონიის სანაპიროებთან, წყნარ ოკეანეში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი სავაჭრო გემს დაეჯახა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, 7 ამერიკელი მეზღვაური ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მედიის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ორივე გემის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. 7 ამერიკელი მეზღვაურის სამძებრო ოპერაციაში იაპონიის მხარეც მონაწილეობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)