17:29 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 19:11:32, 2061 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული სეისმორუკების შესაქმნელად ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სეისმორუკების შესაქმნელად დღეს ეკონომიკის სამინისტროში კანადელმა სპეციალისტებმა პირველი სამუშო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენლები და მოწვეული ქართველი სპეციალისტები ესწრებოდნენ.

„ლოურენს ლივეროლის ნაციონალური ლაბორატორიის“ წარმომადგენლებმა ქართველ სპეციალისტებს სეისმორუკების შესაქმნელად მსოფლიოში არსებული გამოცდილება გააცნეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გვენცაძის განცხადებით,  მათი დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ევროკოდების შემუშავებაზე, რომლითაც სამშენებლო სფეროში არსებული ნორმები უნდა მოწესრიგდეს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ვალდებულება აქვს აღებული, არსებული ევროკოდები 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ეტაპობრივად, უმტკივნეულოდ დანერგოს.

„ჩვენ ვალდებულება გვაქვს აღებული 5 წლის მანძილზე ვთარგმნოთ ევროკოდები. სულ არის 10 ევროკოდი, რომლებიც საქართველოში უმტკივნეულოდ უნდა დაინერგოს და მოერგოს ჩვენი ქვეყნის რეალობას. უნდა გაკეთდეს ეროვნული დანართები, რომელიც შემდგომ აუცილებელი სახელმძღვანელო იქნება ყველა პროექტანტისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობა ამ პროცესში აქტუალურია, რადგან ქვეყანაში პოლიტიკის გამტარებელი ჩვენი სამინისტროა. ამ მიზნით გვჭირდება, გავეცნოთ მსოფლიოში არსებულ ყველა საუკეთესო პრაქტიკას და  შედეგად შევძლებთ მივიღოთ საუკეთესო ეროვნული დანართები. დღევანდელი ვორქშოფიც ამას ემსახურება. „სესმოკოდი 8“-თვის, რომელიც ყველაზე აქტუალური კოდია,  უნდა შეიქმნას ტექნიკური კომიტეტი, რომელშიც უცხოელი ექსპერტების გარდა ადგილობრივი  სპეციალისტები  იქნებიან ჩართულნი. ამ მხრივ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი თეა გოდოლაძე, რომლის მოწვევითაც საქართველოში კანადელი სპეციალისტები იმყოფებიან“, - განაცხადა ნინო გვენცაძემ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics