17:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 16:14:07, 1871 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან დი ჟეი პანდიანთან (Mr.D.J.Pandian) და დენი ალექსანდერთან (Danny Alexader) შეხვედრაზე, რომელიც სამხრეთ კორეაში, AIIB-ის მმართველთა საბჭოს წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბათუმის შემოვლითი გზის პროექტზე, რომლის თანადამფინანსებელი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკია. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შესრულებას. ამასთან, მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას საკურორტო ზონაში და ამავე დროს, გაზრდის ტვირთბრუნვას აღნიშნული დერეფნის მეშვეობით.

შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის 17 ივნისს მოეწერება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა წარმოადგენს. მან ისაუბრა ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებმაც უნდა გაზარდონ ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო მიმზიდველობა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დეპოზიტების დაზღვევის, მიწის, კაპიტალის ბაზრის, ფისკალურ რეფორმებზე. აგრეთვე, დიდი ინტერესი გამოიხატა იმ ქმედებებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის სივრცითი განვითარების მიმართულებით ახორციელებს.

დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის მომავალში კიდევ უფრო გაგრძელდება და ინტერესი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიმართ გაიზრდება.

შეხვედრას, ასევე, დაესწრო საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics