16:54 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 14:49:23, 2283 ნახვა

სამართალი
სასამართლომ დის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და დის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე რ.კ. სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რ.კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  2017 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 21:40 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ.კ.-მ, სამტრედიის რაიონის ერთერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, განაწყენების ნიადაგზე სცემა დას, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი. 

სამართალდამცველებმა რ.კ 2017 წლის 23 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ რ.კ დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics