17:29 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 14:01:39, 2146 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ღია კარის დღეს გამართავს

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ 20 ივნისს, 19:00 საათზე, მაგისტრანტებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. ღია კარის დღე SOLO ლაუნჯში გაიმართება (მისამართი: ი. ჭავჭავაძის N29).

ღია კარის დღეზე დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც სურს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება ფინანსების მიმართულებით. ღია კარის დღეზე დასასწრებათ საკამარისია ეწვიოთ სარეგისტრაციო ბმულს: https://docs.google.com/a/bog.edu.ge...

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის ღია კარის დღეს, ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: ფინანსები - თქვენი სამსახურისთვის თუ თქვენს სამსახურში?. აღნიშნულ ლექციას, გაუძღვება საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოში ინვესტიციებზე ორიენტირებული პირველი ფონდის "LS Opportunities - Frontier Income Fund" მმართველი და საინვესტიციო კომპანია "თალეს ინვესტმენტს"-ის მმართველი პარტნიორი ვასილ რევიშვილი.

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში შესაძლებელია მიიღოთ ხარისხიანი დასავლური განათლება -  სწავლის სრული დაფინანსებით. სწავლის პროცესი აგებულია პრაქტიკისა და თეორიის ბალანსზე, სტუდენტებს საშუალება აქვთ დაამყარონ საჭირო პროფესიული კონტაქტები და რეალურად მიაღწიონ კარიერაში წინსვლას. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA) 2 წლიანია და სტუდენტები დაფინანსების ან სწავლის საფასურის გადახდის უნიკალური პირობებით სარგებლობენ. მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10 სტუდენტი სრულ სტიპენდიას მიიღებს და არ გადაიხდის სწავლის საფასურს, შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. ყველა ჩარიცხულ სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას.

დეტალები საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ: www.mba.edu.ge  

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics