|
2017-06-16 11:07:39, 754 ნახვა
რეგიონი
სტიქია სამეგრელოში - შექმნილია საგანგებო შტაბები და ზარალის დამთვლელი კომისიები
გადაუღებელმა წვიმებმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა. სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიამ განსაკუთრებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. „უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ლიაში რამდენიმე ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. ადიდებულმა ღელეებმა სოფელ პალურში, საჩინოსა და ჯვარში შიდა გზები ჩამორეცხეს. სოფელ ნაკიფუში კი საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულებია დატბორილი. საჩინოში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა, ხოლო ქალღალში მეწყერმა სოფლის შიდა გზა დააზიანა. ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის ადიდების შედეგად, მრავალსართულიანი სახლების ეზოები და სავარგულები დაიტბორა. სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. კერძოდ, სოფელ ნაგვაზაოში ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდმაო ნაკვეთები დაიტბორა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ, მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია. ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე ენგურმა რამდენიმე მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი დატბორა. პრობლემურ მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ხიდბოგირები და გაბიონები. სტიქიის კერებში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები და პოლიცია. არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობოდნენ მუნიციპალიტეტების გამგებლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და გამგეობებში შექმნილია საგანგებო შტაბები. მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია. წუხანდელთან შედარებით, წყლის დონემ მდინარეებზე იკლო, ამ დროისთვის სამეგრელოში აღარ წვიმს“, - ნათქვამია სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამველ კარაპეტიანი: უკან აღარ დავბრუნდები, სომხეთში 10 წელი ვიმუშავებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)