21:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 10:33:03, 460 ნახვა

რეგიონი
ცენტრალური აზიის ექსპერტთა ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის გამოცდილება გაიზიარა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ცენტრალური აზიის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს ლაბორატორიული ქსელის სისტემატიზაციისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების წინაპირობების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხუთი სხვადასხვა ქვეყნის :ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთის მთავარმა ფიტო და ვეტ-სანიტრებმა  განხორციელებულ რეფორმებზე მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. მხარეებმა  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმებების მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხებს ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ცენტრალური აზიის რეგიონალური სამუშაო ჯგუფის წევრები საქართველოში ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ფარგლებში იმყოფებიან. პროგრამის მიზანია რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების შემუშავება, რომელიც ეხება საზღვრის გადაკვეთისას სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის (SPS) პროცედურების ეფექტიანობისა და პროგნოზირებადობის გაუმჯობესებას და ამ რეკომენდაციების გაზიარებას ეროვნულ და რეგიონულ დონეზე.

„ეს არის კარგი პლატფორმა ქვეყნებს შორის  მჭიდრო კავშირების დამყარებისთვის. პროექტის ფარგლებში ეს რიგით მეხუთე შეხვედრაა, რომელიც გვინდოდა, რომ საქართველოში გამართულიყო. ვინაიდან ვიცით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო  გამორჩეული რეფორმატორია. ვიზიტის მიზანიც, პირველ რიგში, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მონახულება იყო. ჩვენი ჯგუფის წევრებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ვეტერინარიის, ისე ფიტოსანიტარიის მიმართულებით და ეს იქნება მათთვის ერთგვარი ბაზა, რომლითაც შემდეგ ისინი იხელმძღვანელებენ. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში უფრო განმტკიცდება“, - განაცხადა აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის ოფისის მრჩეველმა, მაიკლ კოფილდმა.

აღსანიშნავია, რომ ქართული კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (СLDP) მიზნად ისახავს ბიზნესის კეთებისთვის გარემოს გაუმჯობესებასა და მეწარმეებისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზებას. ბიზნესის წარმოებისათვის კი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეფექტიანი საკარანტინო პოლიტიკის წარმოებაა. სწორი და დროული საკარანტინო ორგანიზმის აღმოჩენით  დაავადების გავრცელების რისკის შემცირება და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება ხდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics