17:59 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 18:28:57, 1583 ნახვა

საზოგადოება
ემიგრანტებისთვის მიწის შეღავათიანი პირობებით მიყიდვის პროექტს საინიციატივო ჯგუფი პარლამენტს წარუდგენს

დღეს, სასტუმრო ,,ციტადინში’’ ემიგრანტებისთვის მიწის შეღავათიანი პირობებით მიყიდვის მიზნით შექმნილმა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ღლონტმა მედიის და ექსპერტების წინაშე  პროექტის პრეზენტაცია გამართა.

ირაკლი ღლონტის შეფასებით, სიღრმისეულ ანალიზს მოკლებულია და დროულ გადახედვას საჭიროებს ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალოთ მიწის შეძენა. მისი განცხადებით მიწის შეძენა და განკარგვა ეზღუდება საქართველოდან ემიგრაციაში მყოფ პირებს, რომლებმაც ათწლეულების მანძილზე მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობა, რის გამოც მათ შეწყვეტილი აქვთ საქართველოს მოქალაქის სტატუსი.

საინიციატივო ჯგუფმა მედიას და ექსპერტებს წარუდგინა ინიციატივა, რაც ითვალისწინებს საქართველოდან ემიგრაციაში მყოფი 1 700 000 მოქალაქისთვის მიწის შეღავათიან ფასად მიყიდვის  შეთავაზებას  და 10  წლის ვადით ყველა გადასახადისგან მათ გათავისუფლებას. ირაკლი ღლონტის აზრით ეს იქნება სწორი ნაბიჯი ემიგრანტების მიმართ და შეტყობინება, რომ ქართული სახელმწიფო ფიქრობს მათზე და სხვადასხვა პროექტის ამოქმედების გზით ამზადებს ნიადაგს მათი უკან დაბრუნებისთვის.

პრეზენტაციაში, დისტანციურად მონაწილეობა მიიღეს  ქართველმა ემიგრანტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  აშშ-დან მონაწილეობა მიიღო ამერიკული უმსხვილესი ბანკის Wells Fargo-ს მაიამის ოფისის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი აქირთავამ, ასევე მონაწილეობა მიიღო დიდ ბრიტანეთში მყოფმა ემიგრანტმა, ბიზნესმენმა დავით ჩეკურიშვილმა, რუსეთის ფედერაციაში მყოფმა ემიგრანტმა, ბიზნესმენმა ლადო აბსანძემ და საქართველო-უკრაინის დიასპორის პრეზიდენტმა ნიკოლოზ გუგეშაშვილმა.

საინიციატივო ჯგუფი უახლოეს მომავალში პროექტს განსახილველად წარუდგენს საქართველოს  მთავრობას  და პარლამენტს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics