|
2017-06-15 17:48:50, 1505 ნახვა
საზოგადოება
ურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ ცვლილებები განიხილეს
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“კანონპროექტი განიხილეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. საკითხი, პირველი მოსმენით, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ წარმოადგინა, რომელმაც კომიტეტის წევრებს როგორც ტექნიკური ხასიათის, ასევე შინაარსობრივი ცვლილებები გააცნო. მომხსენებელმა ტექნიკური ცვლილებების გაცნობისას აღნიშნა, რომ შესწორებები 2015 წელს მიღებული კანონის ვალდებულებებისგან არის განპირობებული და სათაურების და ტერმინების დაზუსტებას შეეხება. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, ეკატერინე ქარდავამ ამ მიმართულებით ის პრინციპები წარმოადგინა, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობას, მოხელეთა კლასიფიცირებას და სერტიფიცირებას, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნის პირობებს, მოხელეთა შეფასებას, შვებულების გამოყენებას და მათი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს შეეხებოდა. ეკატერინე ქარდავამ კანონპროექტით შემოთავაზებულ ახალ მუხლებზე ისაუბრა და განსაკუთრებულად კანონის 126¹ მუხლი გამოყო, რომელიც საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელების გარდამავალ პერიოდს - 2017 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე დროის მონაკვეთს მოიცავს. მან დეტალურად ისაუბრა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში იმ ფუნქცია-მოვალეობებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც როგორც საჯარო უწყებების ხელმძღვანელ პირებზე, ასევე იქ დასაქმებულ მოხელეებზე გავრცელდება. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, საჯარო სამსახურში მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება და მის საფუძვლიანად შესრულებას გარკვეული მომზადება სჭირდება, შესაბამისად, რეფორმის პროცესში, ეტაპობრივად, შესაძლოა მთელი რიგი ცვლილებების დამატებაც გახდეს საჭირო. მისივე განცხადებით, კომიტეტი საჯარო სამსახურის ბიუროსთან მუდმივ კომუნიკაციაში იქნება, რათა კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების სწორად გადმოტანა და ასახვა განხორციელდეს. სხდომაზე პირველ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოითქვა, რაც კომიტეტის დასკვნაში აისახა კიდეც, რომლის მიხედვითაც, „ადვოკატთა შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება, გარკვეული მუხლების ამოღების და დათქმის გათვალისწინებით, იქნა მხარდაჭერილი. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დაინტერესებულ უწყებებს დაეგზავნებათ წერილობითი მოთხოვნა, რათა მათ გამოყონ შესაბამისი პირი, რომელიც კომიტეტის სამუშაო ჯგუფში იქნება წარმოდგენილი და აქტიურად ჩაერთვება ყველა იმ საკითხის განხილვას, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილება. კომიტეტის წევრები მიესალმნენ სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებას და მასში მუშაობის მზადყოფნა.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)