03:41 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 17:32:40, 2181 ნახვა

სამართალი
პარლამენტმა საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

საქართველოს პარლამენტმა დადგენილების პროექტს - „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ რატიფიცირების თაობაზე“, 98 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.

შსს-ს ინფორმაციით, ევროპოლსა და საქართველოს შორის აღნიშნული შეთანხმება, საკანონმდებლო ორგანოს მიერ რატიფიცირების შედეგად, ძალაში შევიდა.

საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა, რობ უენრაითმა „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მიმდინარე წლის 4 აპრილს მოაწერეს ხელი. ევროპოლის დირექტორი საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურად ამ ხელშეკრულების გასაფორმებლად ეწვია.

შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. საქართველოს შს სამინისტრო ევროპოლის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის და ევროპოლის მიერ შექმნილი ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს.

მსგავსი მაღალი დონის შეთანხმება ევროპოლს გაფორმებული აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია და სხვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics