03:40 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 14:39:09, 1996 ნახვა

სამართალი
სუბარი რეპერების საქმეზე გამოძიების დასრულებამდე პოლიციელებისთვის უფლებამოსილების შეჩერების საჭიროებას ვერ ხედავს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი რეპერების გამოკითხვის საფუძველზე, პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.

როგორც სუბარმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, ის გამოძიების დასრულებამდე პოლიციელებისთვის უფლებამოსილების შეჩერების საჭიროებას ვერ ხედავს:

„პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს ორი სხვადასხვა მიმართულებით- ერთი მიმართულება არის, ჰქონდათ თუ არა ამ ბიჭებს დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და მეორე,  ჰქონდა თუ არა მათ მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი. ორივე მიმართულებით მიდის ძიება და სანამ გამოძიება დამთავრდება, ორივე მიმართულებით არსებობს ლეგიტიმური ეჭვები.  ვერ გამოვრიცხავთ ვერცერთს იმიტომ, რომ მსგავსი გამორიცხვა იქნებოდა წინასწარი შეფასება და პოლიტიკური განცხადების გაკეთება. რაც შეეხება უფლებამოსილების შეჩერებას, რადგანაც ამ გამოძიებას ატარებს პროკურატურა, შეუძლებელია რომელიმე რიგითმა პოლიციელმა პროკურატურაზე მოახდინოს რამე გავლენა. უფლებამოსილების შეჩერებას აზრი აქვს მაშინ, როცა მსგავსი საფრთხე არსებობს. ასე რომ, თუ ამის საჭიროება დადგება, გამოძიება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას და პოლიტიკური ინსინუაციები ამ თემაზე საჭირო არ არის”,-აღნიშნა სუბარმა.

შეგახსენებთ, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას" წევრების გამოკითხვის საფუძველზე  თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში  გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369' მუხლის მესამე ნაწილითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics