17:59 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 12:27:30, 1547 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი აშშ-ში ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ციხეების ფედერალური ბიუროს დირექტორ ტომას კეინს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს,  შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი და ბიუროს დირექტორს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მიღწეული პროგრესის მიმართ გამოხატული ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები წარმოადგენდა.

კახა კახიშვილმა ტომას კეინს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც სისტემაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე განხორციელდა.

თქმით, არაერთი წარმატებული და პროგრესული ცვლლილების მიუხედავად,  სისტემის განვითარების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სიახლეების დანერგვა გრძელდება.

"უწყებაში განხორციელებული მასშტაბური რეფორმების მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და საბჭოთა მოდელზე აწყობილი სისტემის სრული მოდერნიზაცია იყო. სამინისტროს მთავარ მიზანს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციისა და პრობაციის სისტემების ჩამოყალიბება წარმოადგენს,“ - აღნიშნა მინისტრმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ტომას კეინმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგი პოზიტიურად შეაფასა.

შეხვედრის დასასრულ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტომას კეინი საქართველოში მოიწვია.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics