|
2017-06-15 11:53:42, 2337 ნახვა
ეკონომიკა
წარმატების ახალი ისტორიები თიბისი სტატუსისგან
თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა სამ ახალ ისტორიას წარმოგიდგენთ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია პირადად მიიღოს მონაწილეობა ახალგაზრდების წარმატებაში, რომელთა შესახებ მომზადებული ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე www.statusdonates.ge . ახალგაზრდები სოფელ ნიქოზიდან სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ დევიძე და მისი მეგობრები კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელ ნიქოზში მათი თანატოლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ცდილობენ. ადგილობრივების გამოკითხვის შედეგად მარიამმა გაარკვია, რომ სოფელში ყველაზე მეტად ბიბლიოთეკები, გასართობი ცენტრები და სპორტული მოედნები სჭირდებათ. მოძიებულის საგრანტო დაფინანსებით მარიამმა და მისმა მეგობრებმა ნიქოზში ძველი შენობა ბიბლიოთეკად გადააკეთეს. ახლა ისინი სპორტული სკვერის კეთილმოწყობას გეგმავენ. ამ მიზნის მიღწევაში მათი მხარდაჭერა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. პატარა ბალერინა 14 წლის ელენე ღაღანიძე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის გამორჩეული მოსწავლეა. ის უკვე 6 წელია ცეკვავს. ელენეს მიზანია პრიმა-ბალერინა გახდეს და მსოფლიოს ცნობილი თეატრების სცენაზე იცეკვოს, ის ამისთვის ძალიან ბევრს შრომობს. რთული კონკურსის გავლის შემდეგ, ელენე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბალეტო სკოლაში, Ecole Superior de Danse Cannes Rosella Hightower-ში მიიღეს. ნახეთ როგორ ცეკვავს პატარა ბალერინა და მიიღეთ მონაწილეობა მის მომავალ წარმატებაში. ნიჭიერი პიანისტი ტატო ალანია კონსერვატორიაში მაგისტრატურაზე სწვლობს. ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა უკვე მიიქცია საერთაშრისო ყურადღება. ცოტა ხნის წინ ტატომ პრესტიჟულ გერშვინის კონკურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ის ნიუ-იორკში სექტემბერში მიემგზავრება. კონკურსზე ღირსეულად რომ წარსდგეს, ამისთვის ბევრს მეცადინეობს და ყველდღე დადის კონსერვატორიაში, რადგან საკუთარი ინსტრუმენტი არა აქვს. საქველმოქმედო პლატფორმა www.statusdonates.ge-ის მეშვეობით უკვე ათზე მეტი პროექტი დაფინანსდა. თბილისის ზოოპარკს შეემატა ახალი ვეფხვი, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე გაემგზავრა არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა. მათ შორის, ანა ჩუბინიძე, რომლმაც თავისი ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი" ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების კინოფესტივალზე წარადგინა. დაფინანსდაუსინათლოთათვის ადაპტირებული თამაში „აფორიზმობანა" და სოფელ ძეგვში მდებარე თავშესაფრის რეალიბილიტაციის პროექტი.
(R)
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)