|
2017-06-14 18:06:18, 2469 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: გირგვლიანის თემაზე განცხადება რომ გავაკეთე, სააკაშვილს მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მიყვიროდა
„გირგვლიანის თემაზე განცხადება, რომ გავაკეთე მიხეილ სააკაშვილს მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მიყვიროდა“,-ამის შესახებ ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა, სააკაშვილმა ორჯერ დაურეკა და მოუწოდა, გირგვლიანის საქმეზე კრიტიკული განცხადებები არ გაეკეთებინა. "სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შემდეგ, ამ პროცესში ჩართული ვიყავი. თავდაპირველად, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას ჰქონდა ადგილი, მეგონა ჩვეულებრივი კრიმინალი. ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის გადაცემის შემდეგ ცნობილი გახდა ჩემთვის, რომ სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. დავიწყე მოკვლევა, ვიყავი ირინა ენუქიძესთან. ის მეკითხებოდა, რა შემიძლია გავაკეთო და დავპირდი, რომ მაქსიმუმს გავაკეთებდი, დღის სინათლეზე გავიტანდით ყველა დეტალს. შესწავლიდან რამდენიმე დღეში გამოიკვეთა, რომ არასწორი საზოგადოებრივი აზრის გავრცელებას ცდილობდა დონაძე, თითქოს ეს იყო სვანური კრიმინალური გარჩევა. ამის მერე წერილობით მივმართე ვანო მერაბიშვილს, რომ გურამ დონაძე გაეთავისუფლებინა პრესსამსახურიდან არასწორი ქმედებისთვის", - განაცხადა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)