|
2017-06-14 17:03:24, 2060 ნახვა
კომენტარი
Birja Mafia-ს წევრი: „აჭარანეთიდან“ გვქონდა ინფორმაცია, რომ კლიპმა პოლიცია გააღიზიანა
ჭორის დონეზე ვიცოდით, რომ კლიპმა პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა ვერ წარმომედგინა, თუ ასეთ რამეს გაგვიკეთებდნენ, - ამის შესახებ ჯგუფ Birja Mafia-ს წევრმა გიორგი ქებურიამ განაცხადა. როგორც ქებურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ თემაზე არა მხოლოდ რეპერ „მასტერთან“ ჰქონდა საუბარი, არამედ სხვა მეგობრებთანაც. რეპერის თქმით, ჯგუფის წევრებს „აჭარანეთიდან“ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კლიპმა პოლიცია გააღიზიანა. „ინფორმაცია მაქვს, რომ დარეკეს „აჭარანეთში“ და გამოხატეს გაღიზიანება. კლიპში გერბი დაფარა „აჭარანეთმა“, პოლიციელი - მე და მგალობლიშვილმა დავფარეთ, არ გვინდოდა სიტუაციის გამწვავება, რადგან ვიღაცის გაღიზიანება გამოიწვია, მაქსიმალურად დავიზღვიეთ თავი“, - აღნიშნა ქებურია და დასძინა, რომ ნარკოტიკი პირადად მისთვის არ ჩაუდიათ. „ნარკოტიკი ჩემთვის ფიზიკურად არ ჩაუდიათ, საქმის საბუთების შევსებისას გაფორმდა ასე, მგალობლიშვილს კი ფიზიკურად ჩაუდეს. მე როგორც მახსოვს, საქმეში ფიგურირებს შვიდი პოლიციელი, მაგრამ ამ საქმის უკან ვინ დგას და რამდენი ადამიანია ამ საქმეში სრულად არ ვიცი. ამოცნობას რაც შეეხება, ცოტა გამიჭირდება, რადგან სათვალე ჩამომართვეს და მე მაქვს მხედველობის პრობლემა, მაგრამ აუცილებლად ამოვიცნობ ამ ადამიანებს. რაც შეეხება მსახიობ გიორგი გაგუას მიმართვას ბოდიშთან დაკავშირებით, მივხვდი რომ მასზეც არანაკლები ზეწოლა იყო განხორციელებული“,- განაცხადა ქებურიამ. მისივე ინფორმაციით, პოლიციელების ამოცნობასთან დაკაშირებით არავინ დაკავშირებია. „პირველ რიგში უნდა დამტკიცდეს ჩვენ უდანაშაულობა, ხოლო შემდგომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე იმ პირებთან, ვინც გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას. რაც შეეძლება პოლიციელების მიმართ გამოძიებას, ჯერ არც ამოცნობაზე დამკავშირებიან და არც რამე სხვა საგამოძიებო მოქმედებებზე. მე ციხეშივე მოვახსენე პროკურატურას დეტალური ინფორმაცია, ვინაობა არ ვიცი ამ პოლციიელების მაგრამ ამოვიცნობ“, - აღნიშნა ქებურიამ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)