20:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 16:38:14, 603 ნახვა

რეგიონი
დავით სერგეენკომ განახლებული „მცხეთის სამედიცინო ცენტრი“ დაათვალიერა

სახელმწიფოს ხელშეწყობით განახლებული მრავალპროფილიანი „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაესწრო და ახალგახსნილი კლინიკა დაათვალიერა.

„წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ აღსადგენად ქართულმა მხარემ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კლინიკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და უახლესი თაობის სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა. ცენტრი 100 საწოლზეა გათვლილი. ადგილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (Emergency), რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ფუნქციონირებს. ახალგახსნილი კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.

ჯანდაცვის მინისტრმა აღდგენილი სამედიცინო ცენტრის ისტორიულ და გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ ადგილზე დიდი ტრადიციების მქონე, მრავალპროფილიანი კლინიკა იყო. სამწუხაროდ, მისგან მხოლოდ ბეტონის საყრდენები დარჩა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, აქ 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კლინიკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აღიჭურვა. ეს დაწესებულება მნიშვნელოვნად განტვირთავს ჩრდილოეთის და დასავლეთის მიმართულებით არსებულ რისკებს, ვგულისხმობ, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულების მართვას, ისე გადაუდებელი და გეგმური სერვისების მიწოდებას. მიხარია, რომ ეს ისტორიული ადგილი ისევ აღდგა და ვითარდება“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მცხეთის სამედიცინო ცენტრში სერვისების სრული სპექტრია წარმოდგენილი. კლინიკამ პირველი პაციენტები უკვე მიიღო. ადგილზე 250-მდე პირია დასაქმებული.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics