|
2017-06-14 15:15:10, 2284 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
რატიანი: სანამ მუხთარლის საქმე არ არის გამოძიებული, მანამდე მთელ ქვეყანას ტომარა აქვს გადაფარებული
„მუხთარლის ამბავმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას და ახლა უკვე სრულიად ცხადი გახადა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამარცხვინო საქმე და სახე, ეს სახე თანდათანობით ცნობილი ხდება საერთაშორისო მასშტაბით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც რატიანმა აღნიშნა, თეორიულადაც შეუძლებელია, რომ რაიმე მიმართულებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გამართლდეს. „ სამწუხაროა ,რომ ამან ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი ძალიან დააზიანა. სანამ ეს საქმე არ არის გამოძიებული , მინდა გითხრათ რომ მთელ ქვეყანას აქვს გადაფარებული ტომარა, მეტიც ეს ტომარა გადაფარებული აქვს პარლამენტს და უმრავლესობას. თეორიულადაც არ არის შესაძლებლობა , რომ გაამართლო რაიმე მიმართულებით „ ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ის რომ სხვა ქვეყნის სპეც სამსახურებმა მოიტაცეს ადამიანი ეს ნიშნავს იმას რომ არ არსებობს უსაფრთხოების სამსახური, ჩამოშლილია შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს ფაქტობრივად იმასაც ნიშნავს, რომ რეალურად ქვეყნის იმიჯი არ არსებობს“,-განაცხადა რატიანმა. მისივე თქმით, ვიცე პრემიერის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადება შეურაცხმყოფელი იყო. „შემდეგ დღეებში რაც ხდებოდა ეს კიდევ უფრო შეურაცხმყოფელია, როდესაც ვიცე პრემიერი ამბობდა, რომ არ არის ეს ჟურნალისტიო ეს არის საზოგადოების მორალური და ინტელექტუალური შეურაცხყოფა და ამას აკეთებს განათლების მინისტრი. სრულიად ამაზრზენია ის , რომ მეორე დღეს პრემიერმა გააკეთა განცხადება თითქოსდა თავშესაფარს აძლევდა ამ ადამიანებს, ესეც შეურაცხმყოფელია . ეს არის ხელისუფლების დანაშაული , რომელსაც არ შეარჩენს არც ქართული საზოგადოება და არც საერთაშორისო საზოგადოება ამიტომ მოგიწოდებთ რომ ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული“,-განაცხადა რატიანმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)