01:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 15:03:51, 2130 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობა კობალაძე: საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, კონგოში გადავფრინდე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა კობალაძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დღემდე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კონგოში ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავის ადგილსამყოფელის დასადგენად.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, საგარეო უწყების ეფექტური მუშაობის შედეგად, მოლაპარაკებები დასრულების ეტაპზე იყო, როცა  13 მაისს რამოდენიმე უკონტროლო ჯგუფს შორის შეტაკება მოხდა და ვითარება შეიცვალა.

კობა კობალაძე მზადაა, საჭიროების შემთხვევაში კონგოში ჩავიდეს:

„რა თქმა უნდა, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე, ჩვენდა სამწუხაროდ, ოჯახისა და მეგობრების პროტესტს  მოყვა ის, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა და პოლიტიკურმა მიმართულებებმა გადაწყვიტეს, ამ თემით ესპეკულანტათ, რასაც ლოგიკურად და სამართლიანად მოჰყვა ოჯახის წევრების და მეგობრების მძაფრი რეაქცია და აღნიშნული ხალხი განდევნილი იყვნენ იმ შეკრებიდან. ჩვენ გვქონდა და გვაქვს საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ვიცით გარკვეული საინფორმაციო უზრუნველყოფა, საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და იყო ეტაპი მიყვანილი მოლაპარაკებების დასრულებაზე, მაგრამ 13 მაისს მოხდა რამოდენიმე უკონტროლო ჯგუფს შორის შეტაკება და ერთ-ერთმა ასეთმა ჯგუფმა სიღრმეში გაიტაცა, არაერთგვაროვანი ინფორმაცია იყო, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ იყო მიწვეული  ოჯახის წევრები და მეგობრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მეც ვიყავი მიწვეული, როგორც პარლამენტის წევრი. ეს საკითხი აყვანილი გვაქვს კონტროლზე და გვქვს პასუხისმგებლობა, რომ ბოლომდე მივყვეთ, საჭირო თუ იქნება, მე პირადად მზად ვარ, გადავფრინდე კონგოში“,-განაცხადა კობა კობალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსორაული მართავდა. სოსო ოსორაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics