|
2017-06-14 14:35:47, 2198 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კილაძე: იმედი მაქვს, ჩვენი სამართალდამცავები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მალე ნათელს მოჰფენენ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის ეფექტური გამოძიებით ხელისუფლება არანაკლებ დაინტერესებულია. კილაძის თქმით, დიდი იმედი აქვს, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები მაქსიმალურად გონივრულ ვადებში ყველა კითხვას პასუხს გასცემენ: „აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე ძალიან მგრძნობიარეა, როგორც ქვეყნისთვის გარეთ, ასევე ჩვენი ქვეყნის შიგნით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას, არანაკლებ გვტკივა გული ამ საკითხზე და იმ კითხვის ნიშნებზე, რომელიც ისმის საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. ჩვენი, როგორც ხელისუფლების, როლი, ამ შემთხვევაში არის ის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოეფინოს ნათელი ამ საქმეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები მოახერხებენ და მაქსიმალურად გონივრულ ვადებში ნათელს მოჰფენენ ამ საქმეს, პასუხს გასცემენ ყველა კითხვას. ესაა პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლების ინტერესი“,-განაცხადა სოფიო კილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)