17:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 13:03:37, 2001 ნახვა

ეკონომიკა
სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7.0 პროცენტზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა  რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 7.0 პროცენტზე დატოვა.

როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია 2017 წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.

„ბოლო თვეების განმავლობაში, ერთჯერადი ფაქტორების გავლენით,  ინფლაცია გაიზარდა და მაისში 6.6 პროცენტს მიაღწია. აქედან, თამბაქოს პროდუქტებსა და საწვავზე ფასების ზრდის წვლილი 2.6 პროცენტული პუნქტი იყო. ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზთან, რომლის მიხედვითაც ინფლაციის ზრდა დროებითია, წლის მეორე ნახევარში შემცირების ტენდენცია ექნება და 2018 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. ამასთანავე, ბოლო პერიოდში ინფლაციის მოლოდინებს შემცირების ტენდენცია აქვს. აქედან გამომდინარე, სხვა თანაბარ პირობებში, პოლიტიკის დამატებით გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება.

მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია და მშპ-ს ზრდა პოტენციურ დონეზე ნაკლებია. ბოლო პერიოდში ერთობლივი მოთხოვნის ინდიკატორები განსხვავებულ სიგნალებს იძლევა. ერთი მხრივ, აპრილში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა წინა თვეებთან შედარებით, შენელდა, ხოლო, მეორე მხრივ, ექსპორტიდან, მათ შორის ტურიზმიდან, მიღებული შემოსავლები მაღალი ტემპით განაგრძობს ზრდას. ასევე, იზრდება საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა. საგარეო მოთხოვნის ზრდის ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ეტაპობრივი შემცირება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 26 ივლისს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics