22:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 12:15:42, 582 ნახვა

სამხედრო
იზორია: საქართველო გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კონტრიბუციას მომავალშიც მტკიცედ გააგრძელებს

სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კონტრიბუციას საქართველო მომავალშიც მტკიცედ გააგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა. 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი  მაგდერბურგში, საბრძოლო მომზადების ცენტრში ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში გადასროლისწინა წვრთნას დაესწრო და გერმანელი გენერლებისგან ქართველი სამხედროების მომზადების დონის შესახებ მაღალი შეფასება მიიღო.  

მაგდერბურგის საბრძოლო მომზადების ცენტრში ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციას საწვრთნელი ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა უვე ბეკერმა უმასპინძლა.

მან თავდაცვის მინისტრს საბრძოლო მომზადების ცენტრის შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ქართველი ქვედანაყოფის მომზადების ეტაპები გააცნო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ასეული მაგდერბურგის საბრძოლო მომზადების ცენტრში, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გადასროლისწინა წვრთნას იანვრიდან გადის. მომზადება მექანიზებულ, ოცეულისა და ასეულის დონის სწავლებებს მოიცავდა. ქვედანაყოფი საერთაშორისო მისიის შესასრულებლად უკვე მზადაა და მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ახლო მომავალში გამეგზავრება. 

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლაინს. დაგეგმილია შეხვედრები ბერლინის უსაფრთხოების აკადემიის პრეზიდენტთან, დოქტორ კარლ-ჰეინც კამპთან და უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ბუნდესკანცლერის მრჩეველთან კრისტოფერ ჰოიზგენთან. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics