|
2017-06-14 09:51:24, 2576 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში საცხოვრებელი კორპუსი იწვის - დაშავდა სულ მცირე 30 ადამიანი
ლონდონში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარი ლონდონის დასავლეთით, Grenfell-ის მრავალსართულიან საცხოვრებელი კომპლექს გაუჩნდა. როგორც მედია იტყობინება, არსებობს საშიშროება, რომ შენობა ჩამოინგრევა. BBC-ის ცნობით, ადგილზე 200-მდე მეხანძრე მუშაობს. შენობიდან ხალხის ევაკუაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თვითმხილველების თქმით, შესაძლოა იყოს მსხვერპლი, რადგან რამდენიმე ადამიანი მათი ინფორმაციით, ფანჯრიდან გადმოხტა. დაშავებულები საავადმყოფოშ არიან გადაყვანილი. ლონდონის მერის სადიკ ხანის განცხადებით, ხანძარს "მასშტაბური ინციდენტის" სტატუსი მიენიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)