|
2017-06-13 21:25:11, 1952 ნახვა
საზოგადოება
პროგრამის „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ გამარჯვებული გიორგი ტუმასიანი გახდა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის გამარჯვებული გიორგი ტუმასიანი გახდა. „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში" პროგრამა, გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. აღნიშნული მოწოდება დაფიქსირებულია გაეროს რამდენიმე რეზოლუციაში. საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ. შერჩეული წარმომადგენელი ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, ატარებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში. ახალგაზრდობის წარმომადგენელს ასევე, შეუძლია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სოციალური განვითარების კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება. 2012-2016 წლების საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლები გაეროში არიან: გიორგი ჭეხანი, თორნიკე ზურაბიშვილი, ლაშა შაყულაშვილი, მარიამ სიხარულიძე, თათია დოლიძე.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)