|
2017-06-13 16:03:26, 1787 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ დაღუპული მეხანძრე-მაშველის ხსოვნას პატივი მიაგო
შს მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრის მოადგილემ სოფელ აღაიანში გმირი მაშველის მემორიალი და საფლავი გვირგვინით შეამკო. ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები და ზურაბ მუზაშვილის მამა ესწრებოდნენ. ზურაბ მუზაშვილმა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს 8 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი დაიღუპა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა. გმირი მეხანძრე-მაშველი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით - „სამოქალაქო თავდადებისთვის“. სახელმწიფო ჯილდო დაღუპული მაშველის მამას გადაეცა.
(NS)
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)