|
2017-06-13 13:39:26, 1970 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-მაისში ექსპორტი წინა წელთან შედარებით, 28.6%-ით გაიზარდა
წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.6%-ით (223 მილიონი აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 003 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 10.8%-ით (287 მილიონი აშშ დოლარით) გაიზარდა და 2 941 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მაისში ექსპორტი 25%-ით (43 მლნ. აშშ დოლარი) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.8%-ით (22.9 მლნ. აშშ დოლარი). საბოლოო ჯამში მაისში სავაჭრო ბალანსი 20.1 მილიონი აშშ დოლარით გაუმჯობესდა. „მიმდინარე წლის მაისში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: მედიკამენტების (611%), სპილენძის მადნების და კონცენტრატების (134%), ეთილის სპირტის (89%) და მინერალური და მტკნარი წყლების (25%) ექსპორტი. რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია ხორბლის (289%), ელექტროენერგიის (129%), გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (70%) და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (13%) იმპორტი. 2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება, აღნიშნული ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა - ზრდამ 45% შეადგინა. ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%-ით, მარტში 36.4%-ით, ხოლო აპრილში 22.9%-ით გაიზარდა. ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრებზე შედარებით გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ. საგარეო ფაქტორების გაუმჯობესება აისახა ყველა სხვა მიმართულებით, მათ შორის: 2017 წლის იანვარ-მაისში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 10%-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 21.5%-ით (146 მლნ. აშშ დოლარი); 2017 წლის იანვარ-აპრილში 19.3%-ით (64 მლნ. აშშ დოლარი) გაიზარდა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, შექმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც საგარეო ვაჭრობის გზით გადმოცემულ ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
(NS)
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)