15:49 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 12:12:16, 1970 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი პოტენციურ ინვესტორებს მოუწოდებს, ფასიანი ქაღალდების შეძენისას სიფრთხილე გამოიჩინონ

საქართველოს ეროვნული ბანკი პოტენციურ ინვესტორებს მოუწოდებს, ფასიანი ქაღალდების შეძენისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ინვესტორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ სხვადასხვა კომპანიების მიერ შეთავაზებული ფინანსური ინსტრუმენტების შინაარსზე, კარგად შეისწავლონ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ ფასიანი ქაღალდების შეძენის გადაწყვეტილება.

 „კაპიტალის ბაზრის განვითარება ეროვნული ბანკისა და მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2016 წელს მთავრობის მიერ დამტკიცდა შესაბამისი სტრატეგია, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა გეგმა და ღონისძიება, რომელმაც მომავალში ხელი უნდა შეუწყოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით ინვესტორების დაინტერესებას.

კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებაა. აღსანიშნავია, რომ ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირება სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას საჭიროებს. კომპანია, რომელიც აპირებს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემისიას, ვალდებულია მოამზადოს საჯარო შეთავაზების "პროსპექტი", სადაც ახსნილი და აღწერილი უნდა იყოს კომპანიის გეგმები, არსებული ფინანსური მდგომარეობა და ყველა მნიშვნელოვანი რისკფაქტორი. პოტენციურმა ინვესტორებმა კი მხოლოდ აღნიშნული პროსპექტისა და ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის დეტალური ანალიზის, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკფაქტორების შესაძლო ნეგატიური, თუ პოზიტიური შედეგების გაცნობიერების შემდეგ უნდა მიიღონ მათთვის კონკრეტულ მომენტში ხელსაყრელი გადაწყვეტილება. საერთაშორისო გამოცდილებით, როგორც წესი, საცალო ინვესტორები ფინანსური ანალიტიკოსების მომსახურებით სარგებლობენ. გაითვალისწინეთ, რომ ფინანსურმა ინსტრუმენტმა შესაძლოა დაკარგოს საბაზრო ღირებულება; ასევე ძირითადი თანხისა და საპროცენტო შემოსავლების მიღება დამოკიდებულია ემიტეტის გადახდისუნარიანობაზე.

სახელმწიფოს, მათ შორის მარეგულირებლის, უფლებამოსილება არ არის და ვერ იქნება ემიტენტების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა. ამიტომ, ასეთ ინსტრუმენტებში ინვესტირება, ინვესტორის პირად რისკთან არის დაკავშირებული და შესაბამის სიფრთხილესა და ანალიზს საჭიროებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მოუწოდებს პოტენციურ ინვესტორებს გამოიჩინონ სიფრთხილე, ყურადღება გაამახვილონ სხვადასხვა კომპანიების მიერ შეთავაზებული ფინანსური ინსტრუმენტების შინაარსზე, კარგად შეისწავლონ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ ფასიანი ქაღალდების შეძენის გადაწყვეტილება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics