|
2017-06-12 17:48:45, 1933 ნახვა
საზოგადოება
FAO-მ წიგნის „ვაშლის წარმოების სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა“ პრეზენტაცია გამართა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და რევაზ ასათიანი წიგნის „ვაშლის წარმოების სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა“ პრეზენტაციას დაესწრნენ. აღნიშნული გამოცემა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ავსტრიის განვითარების კოოპერაციის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა. გამოცემა, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებმა საზოგადოებას წარუდგინეს, ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ქართული რეალობის გათვალისწინებით, ვაშლის წარმოების ყველა ეტაპზე საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს მოიცავს. გამოცემის გარდა, მომზადდა სასწავლო ვიდეო, სადაც FAO-ს სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ექსპერტი ვაშლის ინტენსიური ბაღის სანიმუშო გასხვლის დემონსტრირებას ახდენს. აღსანიშნავია, რომ ვაშლის შესახებ მომზადებული წიგნი და ვიდეო პირველია სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის სერიიდან. უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცემები და სასწავლო ვიდეოები ხურმის, ატმის, თხილისა და მანდარინის წარმოების სანიმუშო პრაქტიკის შესახებ. წიგნის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ფერმერთა ასოციაციის (GFA), სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)