|
2017-06-12 15:54:50, 2791 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ Birja Mafia-ს წევრები გაათავისუფლა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების პროცესები გაიმართა. სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მიხეილ მგალობლიშვილს გირაოს სახით 50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, გიორგი ქებურიას კი, 20 ათასი ლარის. ამასთან, მათ ქვეყნის დატოვების უფლება დროებით შეეზღუდათ. „დიდი მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ფანებს, კოლეგებს, ყველას, ვინც დამიდგა გვერდში. სირცხვილი მათ, ვინც სცადა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ამის გამოყენება“, - განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ. ამასთან, როგორც მისმა ადვოკატმა კახა ცნობილაძემ აღნიშნა, დაცვის მხარე ითხოვდა, მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ შეფარდებოდა, თუმცა ადვოკატისვე განმარტებით, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ აღკვეთის ღონისძიების საფუძველი არსებობდა, მგალობლიშვილის მიმართ ბინით უზრუნველყოფით, 50 ათასი ლარი ოდენობის გირაოს გამოყენება მოითხოვეს. „დროებით შეეზღუდა საზღვარგარეთ გასვლა, პასპორტი ჩამოერთმევა, ვინაიდან ხედავენ საშიშროებას, რომ დაიმალება. დაცვის მხარეც არ არის წინააღმდეგი, დავამტკიცოთ რომ არ დაიმალება“,-აღნიშნა ადვოკატმა. შეგახსენებთ, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით მათთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა მოითხოვა.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)