20:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 15:37:42, 581 ნახვა

რეგიონი
ბათუმი 25 ყაზახური კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლებს

ბათუმი  5-6 ივლისს 25 ყაზახური კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, გადაწყვეტილება ამის შესახებ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სააქციო საზოგადოება „Kazakh Invest"-ის მმართველობის თავმჯდომარის მოადგილემ, მეიერჟან მაიკენოვმა შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ზურაბ პატარაძესა და მეიერჟან მაიკენოვს  შორის დღეს შედგა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

„ყაზახური კომპანიები დიდი მოცულობის ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში. ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას ჩვენს რეგიონში. ამას ემსახურებოდა საინვესტიციო ტური ყაზახეთის რესპუბლიკაში, რომელიც ჩვენ რამდენიმე თვის წინ განვახორციელეთ და ამასვე ემსახურება ყაზახური კომპანიების სავაჭრო-საინვესტიციო მისია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გარდა ამისა, ეს იქნება საუკეთესო საშუალება რეგიონში მოქმედი ბიზნესისათვის ახალი სავაჭრო-საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ ყაზახეთის ბიზნეს წრეებთან" - განაცხადა პატარაძემ.

სავაჭრო-საინვესტიციო მისიის მიზანი, რომელიც 5-6 ივლისს გაიმართება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოტენციალის გაცნობაა.

მისიის ფარგლებში აჭარას ყაზახეთის 25 კომპანიის წარმომადგენლები ეწვევიან, რომლებიც ისეთ სფეროებს წარმოადგენენ, როგორებიცაა, მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, მშენებლობა, ფარმაცეფტიკა, კვება და ა.შ.

 გარდა ამისა, სავაჭრო-საინვესტიციო მისია ითვალისწინებს ვიზიტებს რეგიონის მსხვილ საწარმოებში და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვას.

ყაზახეთის რესპუბლიკის განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სააქციო საზოგადოება „Kazakh Invest"-ის მიერ ორგანიზებული სავაჭრო-საინვესტიციო მისია საქართველოში 2 ივლისს ჩამოვა. 4 ივლისამდე ყაზახი ბიზნესმენები შეხვედრებს თბილისში გამართავენ.

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე ასტანაში გამოფენა EXPO-2017-ის ფარგლებში იმყოფება. გამოფენის ფარგლებში შედგება ასევე საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ყაზახეთში.

 ეს საქართველოს პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილის ყაზახეთში პირველი ვიზიტი იქნება. ღონისძიებაში მონაწილეობას 125 ქვეყანა და 18 საერთაშორისო ორგანიზაცია იღებს.

"ASTANA EXPO-2017"-ის სლოგანია FUTURE ENERGY.

მონაწილე ქვეყნებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ თავიანთი ტექნოლოგიური და საინჟინრო მიღწევები, საინვესტიციო პოტენციალი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ქვეყნის კულტურა, სოფლის მეურნეოდა და სხვა.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics