|
2017-06-12 14:26:31, 2368 ნახვა
კომენტარი
Bijra Mafia-ს წევრი პოლიციელის როლის შემსრულებელს: ნუ გეშინია, ქვეყანაში აღარ ბნელა
„ეს ალბათ უმეცრობის გამო მოუვიდა, რადგან ადამიანი იძახის, არ ვიცოდი, რაში ვიღებდი მონაწილეობას, ეს შეუძლებელია, არის მსახიობი, კავეენი აქვს ნათამაშები და სასცენო ხელოვნების და ვიდეოს არსს ხვდება. მე მას მინდა ვუთხრა, ნუ გეშინია“, - ასე გამოეხმაურა Bijra Mafias-s წევრი აკაკი ჭანტურიძე კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებლის განცხადებას. მისივე თქმით, არ გამოუხატავთ აგრესია პოლიციის მიმართ და ეს უბრალოდ მათი მორიგი კლიპი იყო. ამასთან, ჭანტურიძე ამბობს, რომ არც მის მიმართ და არც კლიპში მონაწილე ადამიანების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა არ განხორციელებულა. „ეს, ალბათ, უფრო უმეცრობის გამო მოუვიდა, რადგან ადამიანი, რომელიც იძახის, რომ არ ვიცოდი, რაში ვიღებდი მონაწილეობას, შეუძლებელია, ასე ყოფილიყო. ის არის მსახიობი. კავეენი აქვს ნათამაშები, სასცენო ხელოვნების და ვიდეოს არსს ხვდება. ის არის პოლიციის ფორმაში გამოწყობილი, ოთხზე დგას, უკან ბიჭები რეპავენ, უდევთ სათამაშო იარაღი, ყველა ხვდება, რაშია საქმე. მაგრამ, "ბირჟა მაფიას" ძირითადი აქცენტი ამაზე არ გვქონდა. ეს ჩვენი პროტესტი არ იყო. ალბათ, ელოდებოდნენ, რომ კრიმინალები ვიყავით. შეიძლება ეგონათ, რომ რაღაც გვქონდა და შეიძლება სწორიც იყოს, რომ გადაამოწმეს. ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ყოფილა არავიზე, არც ოჯახის წევრებზე და არც ვიდეოს მონაწილეებზე. არც იმ ბიჭზე, რომელმაც განცხადება გააკეთა. მე მას მინდა ვუთხრა, ნუ გეშინია. ქვეყანაში აღარ ბნელა, ნურავის ნუ ეშინია“, - განაცხადა ჭანტურიძემ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყო კლიპის სპონსორი, აკაკი ჭანტურიძე ამბობს, რომ ბოლო კლიპში "აჭარა ნეტი" ჩაერთო, დანარჩენი კი, თავად დააფინანსეს. „რატომ დაიბლარა კადრები, ამისკენ თუ წავიდა საქმე, აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს "აჭარა ნეტმა", მიშკამ და გიორგიმ. არ გვქონდა აგრესია პოლიციის მიმართ, ეს იყო მორიგი კლიპი“, - განუცხადა ჟურნალისტებს Birja Mafias-ს ერთ-ერთმა წევრმა აკაკი ჭანტურიძემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიხეილ მგალობლიშვილისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე მსჯელობენ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)