|
2017-06-12 13:50:13, 2229 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი ვარაუდობს, რომ მიხეილ მგალობლიშვილს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვლება
მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატის კახა ცნობილაძის შეფასებით, სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას, არასაპატიმრო ღონისძიებით შეუცვლის. როგორც მან ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, აღნიშნული მოლოდინის საფუძველს პროკურატურის განცხადება აძლევს, რომლის თანახმადაც, ბრალდების მხარე ეთანხმება მიხეილ მგალობლიშვილის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. „მოლოდინი გვაქვს კარგი გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარე მხარს უჭერს დაცვის მხარის შუამდგომლობას პატიმრობის შეცვლის შესახებ. ვფიქრობთ, სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილებს დაცვის მხარის შუამდგომლობას და მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას გირაოთი შეუცვლის“, - განაცხადა ადვოკატმა. რაც შეეხება მგალობლიშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, ადვოკატის თქმით, გამოძიება გაგრძელდება. ის ასევე ვარაუდობს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების არ ქონის გამო, საქმე შეწყდება. „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ გამოძიების მიმდინარეობისას შეწყდება ეს საქმე, თუ არა და სასამართლოში მაინც გამართლდება. დაცვის მხარე მოიპოვებს ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც მიხეილ მგალობლიშვილის უდანაშაულობას დაადასტურებს“, - აღნიშნა ადვოკატმა. სააპელაციო სასამართლოში პროცესი, რომელზეც მიხეილ მგალობლიშვილისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა იმსჯელონ, 14:00 საათზეა ჩანიშნული.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)