|
2017-06-12 12:13:21, 1977 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლოში Birja Mafia-ს წევრების პროცესი ჩაინიშნა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების პროცესი დღეს გაიმართება. ადვოკატების ინფორმაციით, მიხელ მგალობლიშვილის პროცესი 14:00 საათზე, ხოლო გიორგი ქობურიას პროცესი 15:00 საათზე ჩაინიშნა. მუსიკალური ჯგუფის "ბირჟა მაფიის" წევრები შესაძლოა, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლონ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით მათთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარემ სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას" წევრებისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების, არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას ეთანხმება. „მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას" წევრების გამოკითხვის საფუძველზე ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტებზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას“,-აღნიშნავენ პროკურატურაში. შეგახსენებთ, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)